ახალი ამბები
"გვენგრევა თავზე საცხოვრებელი" - წყალტუბოში ავარიულ შენობაში მცხოვრები დევნილები შენობას ექსპერტიზას ჩაუტარებენ
FaceBook
წყალტუბოში ყოფილ სანატორიუმ "მეგობრობაში" მცხოვრები დევნილები შენობის მდგრადობის დასაგდენად ექსპერტიზის ჩატარებას  გეგმავენ.
დევნილები ამბობენ, რომ  ექსპერტიზის დასკვნით ყველასათვის გახდება ცნობილი, თუ რამდენად ავარიულ ობიექტში უწევთ ცხოვრება.

"დღითიდღე, აგურ-აგურ გვენგრევა თავზე საცხოვრებელი, დროულად უნდა მოხდეს აქედან ჩვენი გადაყვანა, ეს ყველამ იცის დევნილთა სამმართველოში, თუმცა არ ჩქარობენ, არ მიაჩნიათ სასწრაფოდ. ამიტომ ექსპერტების დასკვნა, იქნებ მათთვის აღმოჩნდეს სერიოზული დოკუმენტი და იზრუნონ ჩვენს უსაფრთხოებაზე," - ამბობს სანატორიუმ მეგობრობის ყოფილ შენობაში მცხოვრები დევნილი ქეთევან კვანჭიანი.


სანატორიუმ "მეგობრობის" შენობა, სადაც 18 დევნილი ოჯახი ცხოვრობს

სანატორიუმ "მეგობრობის" ყოფილი შენობა, რომელიც 1937 წელს აშენდა, ავარიულ მდგომარეობაშია, სადაც ამ დრომდე 18 დევნილი ოჯახი ცხოვრობს.

დევნილები 25 წელია ალტერნატიული ფართით დაკმაყოფილებას ელოდებიან, თუმცა, ისინი ამ დრომდე ახალი საცხოვრებლის გარეშე რჩებიან.

დევნილები, რომლებიც რამდენიმე დღის წინ ქუთაისში ბინის მიმღებთა სიაში ვერ მოხვედნენ, სამინისტროს კომისიას ქუთაისში ბინების შერჩევით გაცემაში ადანაშაულებედნენ. რის გამოც,  მინისტრთან შეხვედრას და კომისიის შეცვლას ითხოვენ.

ქუთაისში 3 სექტემბერს თეატრში დევნილებისთვის ბინების გადანაწილება კენჭისყრის პრინციპით მოხდა. 

ბინების მიღების სურვილს 4 000 დევნილი გამოთქვამდა, აქედან მოცემულ ეტაპზე უწყება მხოლოდ 429 დევნილის ბინით დაკმაყოფილებას მოხდა.

429 დევნილი ოჯახი აღმაშენებლის გამზირსა და პარლამენტის შენობის მიმდებარედ აშენებულ კორპუსებში გადანაწილდებიან.

რა პირობებში ცხოვრობენ წყალტუბოში, ყოფილი სანატორიუმის შენობაში დევნილები - "ქუთასიპოსტი" სიუჟეტს შაბათს, 7 სექტემბერს 17:00 საათზე შემოგთავაზებთ.


ამავე თემაზე:


"ავიფეთქებ თავს" - დევნილების მიმართვა მინისტრს და პროტესტი ბინების განაწილებაზე ქუთაისში (ვიდეო)

ქუთაისში 429 დევნილ ოჯახს ბინები გაუნაწილეს




Print