ახალი ამბები
ქუთაისის საუბნო კომისიების წევრების არჩევაში მონაწილეობაზე 4-მა პარტიამ უარი თქვა
FaceBook
ქუთაისის N 59-ე საოქლო საარჩევნო კომისიის სხდომაზე, სადაც საუბნო კომისიების წევრები აირჩიეს, საოლქოს წევრი 4 პოლიტიკური პარტიის წევრმა კენჭისყრის პროცედურაში მონაწილეობაზე ური თქვა.

პარტიებმა: "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, ქრისტიან–კონსერვატორები", "გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა" და "პატრიოტთა ალიანსი" სალქოს მიერ შერჩეულ კანდიდატებს უნდობლობა გამოუცხადეს. ხოლო, "ევროპული საქართველოს" წევრმა ხმა ყველას წინააღმდეგ მისცა.

პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ საუბნო კომისიების შერჩეული წევრები მმართველი პარტიის მიერ რეკომენდირებული არიან.

ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისია "ქართული ოცნების" კადრებით დაკომპლექტებაში "ნაციონალურმა მოძრაობამ" კენჭისყრამდე რამდენიმე დღით ადრე დაადანაშაულა. პარტიის ქუთაისის ორგანიზაციაში აცხადებდნენ, რომ საუბნო კომისიების წევრების სია წინასწარ იყო ცნობილი.

ქუთაისის N 59-ე საოქლო საარჩევნო კომისიამ კენჭისყრის შედეგად 123 საარჩევნო უბანზე 738 წევრი შეარჩია.

ქუთაისში სულ  153880 ამომრჩეველია. 

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, სადაც ქალაქებისა და რაიონების მერებს, ასევე, ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოების წევრებს აირჩევენ, მიმდინარე წლის 21 ოქტომბერს გაიმართება. 


ამავე თემაზე: ქუთაისში 153 880 ამომრჩეველია რეგისტრირებული

"ნაციონალური მოძრაობა" ქუთაისში საუბნო კომისიის წევრობაზე კენჭისყრაზე უარს ამბობს

Print