ახალი ამბები
ქუთაისის აეროპორტი ფართოვდება - ახალი ტერმინალი 6 თვეში უნდა მოეწყოს
FaceBook
ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტს  6 თვეში ახალი ტერმინალი დაემატება. 

ქუთაისში ტერმინალის გაფართოების სამუშაოებს შპს "ანაგი" განახორციელებს.

შპს "ანაგსა" და საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას შორის ხელშეკრულება სამშენებლო სამუშაოების განხორციელებაზე 2017 წლის 31 აგვისტოს ტენდერის საფუძველზე გაფორმდა.

შპს "ანაგმა" ქუთაისის აეროპროტის ტერმინალის გაფართოების სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 140 კალენდრულ დღეში უნდა შეასრულოს.

ტერმინალის მშენებლობისთვის 26 423 967 ლარის ღირებულების ტენდერი (170008659 ) "საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ" 26 ივლისს გამოაცხადა.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, საერთაშორისო აეროპორტის ახალი ტერმინალის კარკასი უნდა აშენდეს და მშენებლობის პროცესში გამოყენებული ყველა მასალა-მოწყობილობა უნდა იყოს მაღალის ხარისხის.



Print