ახალი ამბები
ქუთაისში საკალათბურთო ტურნირის ორგანიზებისთვის მერია 5 ათას ლარიან ტენდერს აცხადებს
FaceBook
ქუთაისი ზაურ დოლაბერიძეეს სახელობის საკალათბურთო ტურნირისთვის ემზადება.
საკალათბურთო ტურნირის ორგანიზებისთვის ქუთაისის მერიამ 5 ათასი ლარის ღირებულების ტენდერი (170011956) მიმდინარე წლის 1 სექტემბერს გამოაცხადა. სადაც წინადადების მიღების 9 სექტემბერს დაიწყება და სამ დღეში დასრულდება.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ტურნირის ჩატარებისთვის სპორტული დარბაზის მოძიება, რომელიც იქნება აღჭურვილი კალათბურთისათვის საჭირო ატრიბუტიკით: ორი ფარი, ბადეები, კონდიცირება, ტაბლოები და განათება.

სათამაშო მოედნის ზომა - სიგრძე არანაკლებ 30-არაუმეტეს 35 მეტრი, სიგანე არანაკლებ 15 მეტრი - არაუმეტეს 20 მეტრი. მაყურებელთა ტევადობა არანაკლებ 500 პირისა.

ტურნირზე მოწვეული სტუმრების განთავსება მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს სასტუმროში.

სასტუმრო უნდა იყოს კეთილმოწყობილი, გააჩნდეს გათბობა, კონდიცირება, კვების ოთახი, აბანო, სველი წერტილები, დაცული უნდა იყოს სანიტარული ნორმები.

ტურნირი 2017 წლის 21 სექტემბრიდან 24 სექტემბრის ჩათვლით ჩატარდება. გამარჯვებული გუნდისთვის გარდამავალი თასია დაწესებული.

Print