ახალი ამბები
ქუთაისში 429 დევნილ ოჯახს ბინები გაუნაწილეს
FaceBook
ქუთაისის მესხიშვილის თეატრში დევნილებისთვის ბინების გადანაწილება კენჭისყრის პრინციპით მოხდა. 

კენჭისყრით გადაწყდა თუ ვინ რომელ კორპუსში და რომელ სართულზე მოხვდებოდა. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის, სოზარ სუბარის თქმით, გამონაკლისები არიან მხოლოდ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, რომლებიც პირველ სართულზე იცხოვრებენ. მინისტრის თქმით, ბინები მაღალი ხარისხით არის აშენებული. 



თუმცა, ქუთაისში ჩამოსული სოზარ სუბარი იმ დევნილებს არ შეხვედრია, რომლებიც რამდენიმე დღის წინ ქუთაისის დევნილთა სამმართველოსთან აქციებს მართავდნენ. ისინი ბინების ობიექტურად განაწილებას ითხოვენ.

დევნილები, რომლებიც ბინის მიმღებთა სიაში ვერ მოხვედნენ, სამინისტროს კომისიას ქუთაისში ბინების შერჩევით გაცემაში ადანაშაულებენ.

"ჩემი წარმომადგენელი უკვე შეხვდა დევნილებს. ბუნებრივია, ყველა დევნილის ბინებით ერთდროულად დაკმაყოფილება ვერ მოხერხდება. კომისია უპირატესობას იმას ანიჭებს, ვინც უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს", - ამბობს სოზარ სუბარი.

ბინების მიღების სურვილს 4 000 დევნილი გამოთქვამდა, აქედან მოცემულ ეტაპზე უწყება მხოლოდ 429 დევნილის ბინით დაკმაყოფილებას მოხდა.

429 დევნილი ოჯახი აღმაშენებლის გამზირსა და პარლამენტის შენობის მიმდებარედ აშენებულ კორპუსებში გადანაწილდებიან.

Print