ახალი ამბები
„მზად არის დღე და ღამე იმუშაოს“, - ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატების შეფასებები გიორგი ჭიღვარიაზე
FaceBook
ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატები "ქართული ოცნების" ქუთაისის მერობის კანდიდატს, გიორგი ჭიღვარიას დადებითად აფასებენ. გენადი მარგველაშვილის თქმით, ჭიღვარიასთან აქტიური კომუნიკაცია აქვს და იცის, რომ იგი მზადაა მისი ენერგია ქალაქს მოახმაროს.

"იგი არის მზად იმისთვის, რომ დაიხარჯოს და დღე და ღამე იმუშაოს ქალაქისთვის. ჩვენ აქტიური კომუნიკაცია გვაქვს და მხოლოდ დადებითი შემიძლია მასზე ვთქვა", - განაცხადა გენადი მარგველაშვილმა.

ქუთაისის კიდევ ერთი მაჟორიტარი დეპუტატი კობა ნარჩემაშვილი კი მიიჩნევს, რომ ქალაქის პრობლემები გიორგი ჭიღვარიასთვის ნაცნობია და მას სხვა პარტიების კანდიდატებთან შედარებით მაღალი შანსები აქვს.

"გიორგი უკვე დიდი ხანია ხელმძღვანელობს პარტიულ ორგანიზაციას. მას საკმაოდ კარგი ურთიერთობები აქვს აქტივში, ქალაქის პრობლემები მისთვის ნაცნობია და მგონია, რომ არ ექნება პრობლემა არჩევნებში. დარწმუნებული ვარ, რომ "ქართული ოცნების" კანდიდატებს უფრო მაღალი შანსები აქვთ, ვიდრე სხვებს.",-განაცხადა კობა ნარჩემაშვილმა.

"ქართული ოცნების" ქუთაისის მერობის კანდიდატად გიორგი ჭიღვარია დღეს დასახელდა. მასთან ერთად, გიორგი კვირიკაშვილმა იმერეთის მუნიციპალიტეტების მერობის კანდიდატებიც წარადინა.


Print