ახალი ამბები
„ქუთაისში ერთ-ერთი უძლიერესი ლოგისტიკური ცენტრი აშენდება“ -გიორგი კვირიკაშვილი
FaceBook
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა "ქართული ოცნების" იმერეთის მუნიციპალიტეტების მერობის კანდიდატების წარდგენაზე ქუთაისის აეროპორტთან ახლოს ლოგისტიკური ცენტრის მშენებლობაზე ისაუბრა.
"ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან პროექტებს ვგეგმავთ ქუთაისში. ქუთაისის აეროპორტთან ახლოს შენდება სარკინიგზო ხაზი. ჩვენ ასევე, დაგეგმილი გვაქვს ერთ-ერთი უძლიერესი ლოგისტიკური ცენტრის აშენება სწორედ ქუთაისის აეროპორტთან,  რომლის მშენებლობაც უალხოეს მომავალში დაიწყება",-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კვირიკაშვილმა ქუთაისის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტზეც ისაუბრა და განაცხდა, რომ მისი მშენებლობა უკვე დაწყებულია.

პრემიერ-მინისტრმა დღეს იმერეთის 12-ივე მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატები დაასახელა.

"ქართული ოცნების" ქუთაისის მერობის კანდიდატად  იმერეთის ყოფილი  ვიცე-გუბერნატორი, გიორგი ჭიღვარია დასახელდა.





Print