ახალი ამბები
„ჩვენ გვჭირდება ძლიერი ქუთაისი“ - „ქართული ოცნების“ ქუთაისის მერობის კანდიდატი
FaceBook
"ქართულმა ოცნებამ" ქუთაისში მერობის კანდიდატად ყოფილი ვიცე-გუბერნატორი, გიორგი ჭიღვარია დაასახელა.
ჭიღვარიას თქმით, ქუთაისის უნდა გახდეს ძლიერი ქალაქი.

"ჩვენი მიზანია შევქმნათ კონკურენტუნარიანი, ევროპული ტიპის ქალაქი, რომელიც მიმზიდელი იქნება როგორც ქუთაისელებისთვის, ასევე, ინვესტორებისა და ტურისტებისთვის. თვითმმართველობა არის ხელისუფლება, რომელიც ყველაზე ახლოს არის ხალხთან. ამიტომ, ჩვენ ხალხთან ერთად უნდა შევძლოთ ჩვენი ქალაქის განვითარება. ჩვენ გვჭირდება ძლიერი ქუთაისი ძლიერი საქართველოსთვის", - განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ წარდგენაზე.

ჭიღვარიასთან ერთად,  პრემიერ-მინისტრმა, გიორგი  კვირიკაშვილმა მერობის კანდიდატები იმერეთის ყველა მუნიციპალიტეტში მერობის კანდიდატები დაასახელა.





Print