ახალი ამბები
წერეთლის ქუჩიდან ბალახვნის ცენტრამდე მისასვლელი გზა გაიხსნა
FaceBook
ქუთაისში, წერეთლის ქუჩიდან ბალახვნის მიმართულებით გზა დილიდან გაიხსნა. ასსაფეხურიან კიბეებთან დღეს "ქართული ოცნება" იმერეთის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატებს  წარადგენს. 
ავტომობილები,  რომლებიც  5 ივლისიდან ამ დრომდე შემოვლითი გზით გადაადგილდებოდნენ, ახლა ბალახვნის ცენტრამდე შეუფერხებლად მოძრაობენ.

როგორც "გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში"  ჩვენთან საუბარში აცხადებენ, ქუჩაზე მიმდინარე წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები მხოლოდ  ბალახვნის ცენტრამდეა დასრულებული, რაც შეეხება, დარჩენილ მონაკვეთს, კომპანიისვე ინფორმაციით, ადგილზე  წყლის მილების შეცვლა გრძელდება და შესაბამისად, დარჩენილ გზაზე მოძრაობა ჯერ ისევ შფერხებული იქნება. 

წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო წერეთლის ქუჩა მიმდინარე წლის 5 ივლისს ერთი თვით გადაიკეტა და 4 აგვისტოს უნდა გახსნილიყო. პირველ ეტაპზე ავტომობილები ბალახვანში ჯიბლაძის ქუჩის გავლით ადიოდნენ, მოგვიანებით კი გზა ხახანაშვილის ქუჩის ასახვევამდე გაიხნა. წერეთლიდან ბალახვნის ცენტრამდე პირდაპირი გზით მოძრაობა კი მხოლოდ დღეს გახდა შესაძლებელი.

ბალახვნის ცენტრში "ქართული ოცნების" იმერეთის მუნიციპალიტეტების მერობის კანდიდატების პრეზენტაციისთვის სამზადისი დილიდან დაიწყო.

ცენტრთან მისასვლელი გზა უკვე გადაკეტილია.



ქუთაისში, ასსაფეხურიან კიბეებთან "ქართული ოცნების" იმერეთის მუნიციპალიტეტების მერობის კანდიდატების წარდგენა 17:00 საათზე დაიწყება. კანდიდატებს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი დაასახელებს.

წარდგენამდე,  16:00 საათზე,  ქართული ესტრადის მომღერლების მონაწილეობით კონცერტი გაიმართება. 

Print