ახალი ამბები
ინციდენტი სამტრედიის 54-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში
FaceBook
სამტრედიის 54-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში ინციდენტი მოხდა. "ქრისტიან-კონსერვატიული" პარტიის ადგილობრივი წევრი შენობაში შემიჭრა და სამუშაო პროცესი ჩაშალა.

როგორც საოლქო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე კობა სიხარულიძე ამბობს, რომ შემთხვევა დაახლოებით ერთი საათის წინ მოხდა.

"დაახლოებით ერთი საათის წინ ჩოჩქოლი შემომესმა, გამოვედი და "ქრისტიან-კონსერვატიული" პარტიის წევრი იყო შემოსული დალუქული კარიდან, ფიზიკური ძალადობით შემოაღეს კარი, გასაღებიც ჩატეხილი იყო. ამბობდნენ, რომ ჩვენ ვსარგებლობთ გამგეობასთან დასაკავშირებლად ამ კარებით და კონსულტაციები გვაქვს გამგეობასთან. ჩაიშალა სამუშაო პროცესი და ამის შემდეგ დატოვეს შენობა", - სამტრედიის 54-ე ოლქის თავმჯდომარის მოადგილე, კობა სიხარულიძე.

სამტერდიაში გამგეობა და საოლქო საარჩევნო კომისია ერთ შენობაშია განთავსებული. ინციდენტი კი, სწორედ იმ კარის გამო მოხდა, რომელიც ამ ორ დაწესებულებას ერთმანეთისგან ყოფს. ჩვენთან საუბარში სამტრედიის 54-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში განმარტავენ, რომ კარი წლებია დალუქულია.

საოლქო კომისიის ბრალდებებს "ნაციონალური მოძრაობა" პასუხობს. "ქრისტიან-კონსერვატიული" მოძრაობა სწორედ მათ ბლოკში ერთიანდება. მამუკა ბიბილეიშვილი (რომელიც, საოლქო საარჩევნო კომისიის წევრების განმარტებით, დალუქული კარიდან შეიჭრა) ირწმუნება, რომ კარი დალუქული არ ყოფილა.

"დღეს დავაფიქსირეთ, რომ კარები, რომელიც უნდა ყოფილიყო დალუქული და არ იყო ჩაკეტილი. გვქონდა ეს ინფორმაცია და ჩვენი ეჭვი გამართლდა. გამგეობიდან იძლევიან დირექტივებს. სიცრუეა, თითქოს შევიჭერით და დაკეტილი კარები გავაღეთ. დაფიქსერებული გვაქვს რომ კარი ჩვეულევრივად შევაღეთ", - განმარტავს მამუკა ბიბილეიშვილი.

სამტრედიის 54-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში ამ დროსთვის სამართალდამცავები იმყოფებიან. "ქრისტიან-კონსერვატიული" პარტიის წარმომადგენლებს და პოლიციის განყოფილებაში კითხავენ.

თუ რა მუხლით არის ფატზე გამოძიება დაწყებული უყების პრესამსახურსი განგვიმარტეს, რომ ამაზე ინფორმაციას მოგვიანებით მოგვაწოდებენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ქუთაისი პოსტს განუმარტეს, რომ შეტყობინების საფუძველზე ადგილზე საპატრულო პოლიცია ოპერატიულად გამოცხადდა და ინციდენტთან დაკავშირებით ამ დროისათვის მოკლევა მიმდინარეობს.

Print