ახალი ამბები
წყალტუბოში გველისგან დაკბენილი ქალი გადარჩა
FaceBook
წყალტუბოში, ყოფილ სანატორიუმ "მეგობრობაში" მცხოვრები ქვეწარმავლისგან დაკბენილი  დევნილი ქალი გადარჩა.
დაზარალებული ნორა პაპავას მეზობლები ამბობენ, რომ მას კლინიკურ საავადმყოფოში შრატი 31 აგვისტოს გაუკეთეს და გამოწერეს.

"დაუდგინდა გველის ნაკბენი, გაუკეთეს წამალი და გამოწერეს,"- ამბობს დაზარალებული დევნილის მეზობელი თამილა ქარდავა.

წყალტუბოში, ყოფილ სანატორიუმ "მეგობრობას", სადაც დევნილები ცხოვრობენ ქვეწარმავლები მიმდინარე წლის აგვისტოს დასაწყისში შეესია.

ქვეწარმავალებმა ნორა პაპავას გარდა შენობაში მცხოვრები სხვა დევნილი ქალიც დაკბინა, თუმცა შემთხვევას ისიც გადაურჩა.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობაში აცხადებენ, რომ ფაქტის შესახებ ინფორმაცია "ქუთაისიპოსტისგან" მიიღეს და დევნილთა საცხოვრებელს ხვალ შეწამლავენ.



ამავე თემაზე:


წყალტუბოში 80 წლის ქალი გველმა დაკბინა
Print
თეგები: #წყალტუბო