ახალი ამბები
"გვამცირებდნენ" - ქუთაისში სასტუმრო "ჰუალინგის" ყოფილი თანამშრომლები მენეჯერს უპირისპირდებიან
FaceBook
ქუთაისში,  სასტუმრო "ჰუალინგის" ყოფილი თანამშრომლები სასტუმროს მენეჯერს უპირიაპირდებიან. მათი თქმით, ჩინეთის მოქალაქე დასაქმებულებს შეურაცხყოფას აყენებდა, მძიმე შრომას აიძულებდა და ამცირებდა.

,,მუხლებზე გვაჩოქებდა და ისე გვამუშავებდა, ცივი წყლით გვარეცხინებდა და ათ დღეზე მეტი ვეღარ შევძელი მუშაობა, ჯანმრთელბა შეგვერყა. გვამცირებდნენ ყოველდღიურად", - განმარტავენ ყოფილი თანამშრომლები.

ისინი სასამართლოში სარჩელის შეტანას და სამართლებრივი დავის დაწყებას აპირებენ. სასტუმრო "ჰუალინგში" ბრალდებებთან კომენტარს არ აკეთებენ.



Print