ახალი ამბები
ქუთაისის საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი 25 სექტემბერს დაიწყება
FaceBook

ქუთაისში, საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი  25 სექტემბერს განახლდება.  ამ დროისთვის ბაგა-ბაღების გაერთიანების ფილიალებში  რეგისტრაციის პროცესი მიმდინარეობს, რომელიც  20 სექტმბერს დასრუდება.


ქალაქში სულ 37 საბავშვო ბაღია. რა შეეხება, აღსაზრდელთა რაოდენობას, გაერთიანებაში განმარტავენ, ეს რეგისტრაციის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.

"როცა აღსაზრდელები გადანაწილდებიან შესაბამის ასაკობრივ ჯგუფებში ამის შემდეგ გაირკვევა აღსაზრდელთა საერთო რაოდენობა", - ამბობს ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი, ნანა ლორთქიფანიძემ.

 

Print