ახალი ამბები
ზედოზირებაზე ცნობიერების ამაღლების დღესთან დაკავშირებით ქუთაისში აქცია გამართეს
FaceBook
ქუთაისში ზედოზირებით გარდაცვლილთა დღე აღნიშნეს.

აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში ჩატარდა სოლიდარობის აქცია "სიცოცხლის ხეები".  ეს აქცია ქუთაისში ორგანიზაციების "ახალი გზისა" და "რუბიკონის" ორგანიზებით მოეწყო. ორგანიზაციის წარმომადგენლებმა კიპარისები დარგეს ქუთაისის იუსტიციის სახლის წინ. 

"ზედოზირებით გარადაცვლილთა მიმართ საქართველოში ჯერ კდიევ არსებობს სტიგმა. მნიშნელოვანია ამ კუთხით ცნობიერების ამაღლება. ამას ემსახურება ჩვენი აქციაც", - აღნიშნავს ორგანიზაცია "რუბიკონის" ხელმძღვანელი ზაზა ქარჩხაძე.

„სიცოცხლის ხეების“ აქციის აღნიშვნას  ქუთაისში რამდენიმე წლის ისტორია აქვს.

ზედოზირების შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო დღე 31 აგვისტოს აღინიშნება.

Print