ახალი ამბები
2017 ეროვნულ გამოცდებზე სრული დაფინანსება 1009 აბიტურიენტმა მოიპოვა
FaceBook

2017 წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 100%-იანი გრანტი 1009 აბიტურიენტმა მოიპოვა.

გამოცდების და შეფასების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2017 წელს ეროვნულ გამოცდებზე უმაღლეს სასწავლებლებში სულ 28 176 ჩაირიცხა. აქედან, 10 598 მათგანმა სხვადასხვა კატეგორიაში დაფინანსებები მოიპოვეს.

წელს ეროვნული გამოცდების შედეგად 70%-იანი გრანტი 1457 , 50%-იანი დაფინანსება 4081 აბიტურიენტმა მოიპოვა. ხოლო, უფასო ფაკულტეტებზე 2017 წლის ეროვნული გამოცდებით 4051 აბიტურიენტი ჩაირიცხა.

გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით , წელს აბიტურიენთა დაფინანსების მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 224 არის გაზრდილი.

ასევე, 2017 წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებში ქართულ ენაში მომზადების პროგრამაში 673 აზრერბაიჯანულენოვანი , ხოლო 373 სომხურენოვანი ახალგაზრდა ჩაირიცხა. ისინი ერთი წლის განმავლობაში ქართულ ენაში მომზადების კურს გაივლიან.

გამოცდების ეროვნული ცანტრის ინფორმაციით, წელს ისევე როგორც გასულ წლებში ყველაზე მოთხოვნადი პროფესია კვლავ ბიზნესი, სამართალი,ისტრია საერთაშორისო ურთიერთობები და ქართული ფილოლოგია არის.




 

Print