ახალი ამბები
1 სექტემბრიდან 5 ლარის ნომინალის განახლებული ბანკნოტები მომოქცევაში იქნება
FaceBook
2017 წლის 1 სექტემბრიდან  5 ლარის ნომინალის განახლებულ ბანკნოტები მიმოქცევაში იქნება. განახლებული 5 ლარი დღეიდან გამოვა და მიმოქცევაში იქნება წინა ემისიების ბანკნოტებთან ერთად.

განახლებულ ბანკნოტზე თავდაპირველი თემატიკაა შენარჩუნებულია. წინა მხარეს გამოსახულია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ივანე ჯავახიშვილის განსხვავებული პორტრეტი გაუმჯობესებული რელიეფურობის ხარისხითა და მოცულობით.

ბანკნოტის უკანა მხარეს გამოსახულია ნიკო ფიროსმანის ტილოები – “მეთევზე წითელ პერანგში” და “კალო”. ასევე, საქართველოს სახელმწიფო გერბი.

5 ლარის ნომინალის განახლებული ბანკნოტი დაცულია მომხმარებლისათვის მარტივად აღქმადი და ამავე დროს, თანამედროვე დამცავი ნიშნებით. მათ შორის დატანილია ნომინალის ამომცნობი ნიშანი სუსტი მხედველობის მქონე პირთათვის. განახლებული ბანკნოტები დამზადებულია ისეთი მასალებისა და დამცავი მექანიზმების გამოყენებით, რომლებიც ზრდის მიმოქცევაში მათ მდგრადობას დაბინძურებისა და ბუნებრივი ცვეთისადმი”, – განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ.

განახლებული 5 ლარის ნომინალის ბანკნოტის დიზაინის ავტორი ბაჩა მალაზონიაა.

საქართველოს ეროვნული ბანკი 10 ლარის ნომინალის განახლებული ბანკნოტის გამოშვებასაც გეგმავს.
Print