ახალი ამბები
დასავლეთ საქართველოში 3 სექტემბრიდან 38 გრადუსი სიცხეა მოსალოდნელი
FaceBook

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურის მკვეთრი მატებაა მოსალოდნელი.

სინოპტიკოსების ცნობით, ჰაერის ტემპერატურა მიმდინარე წლის 3 სექტემბრიდან 38 გრადუსამდე მოიმატებს.

"1 და 2 სექტემბერს მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი, ჰაერი 30 გრადუსამდე გათბება. საღამოს საათებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა. ხოლო 3 სექტემბრიდან ჰაერი 38 გრადუსამდე გათბება", - ამბობს გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, დოდო გვაზავა.

მისი თქმით, დასავლეთ საქართველოში მაღალი ტემპერატურა 6 სექტემბრამდე შენარჩუნდება, ხოლო 7 სექტემბრიდან კვლავ არამდგრადი ამინდებია მოსალოდნელი.

 

Print