ახალი ამბები
დევნილმა ქუთაისში პროტესტის ნიშნად ბენზინის გადასხმა და ვენების გადაჭრა სცადა
FaceBook
ქუთაისში დევნილთა სამმართველოში 70 წლამდე დევნილმა ქალბატონმა პროტესტის ნიშნად, ჯერ ბენზინის გადასხმა და შემდეგ ვენები გადაჭრა სცადა.
შემთხვევა 31 აგვისტოს მოხდა, როდესაც დევნილებისთვის ბინების გადანაწილების საკითხზე შეხვედრა მიმდინარეობდა.

როგორც ადგილზე მყოფი დევნილები "ქუთაისიპოსტთან" საუბარში აცხადებენ, დევნილი ქალბატონი ბინის მიმღებთა სიაში ვერ მოხვედრას აპროტესტებდა.

სამმართველოსთან მყოფი თვითმხილველი დევნილების თქმით, დაზარალებულმა პროტესტის უკიდურეს ფორმის განხორციელება, მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც მას სამინისტროს კომისიის წევრებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

დევნილი ქალბატონისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტს არ ადასტურებენ თავად დევნილთა ადგილობრივ სამმართველოში.

როგორც სამმართველოს ხელმძღვანელი, გია სანთელაძე ამბობს, მან თვითდაზიანება ვერ მოასწრო. რადგან ის პოლიციის თანამშრომლებმა შეაჩერეს.

"ქალმა პროტესტის გამოხატვა იმიტომ გადაწყვიტა, რომ მისი ბინით დაკმაყოფილება არ მოხდა," - აცხადებს სანთელაძე "ქუთაისიპოსტთან" საუბარში.

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს პრესსპიკერის სოფო ბოჭორიშვილის ინფორმაციით, დევნილ ქალბატონს ნევროტული შეტევა ჰქონდა, რის გამოც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ის ჩხობაძის კლინიკაში გადაიყვანა. მისივე ინფორმაციით ქალს სხვა დაზიანება არ აღენიშნებოდა.

ქუთაისიპოსტმა ინფორმაცია გადაამოწმა ჩხობაძის კლინიკაში. როგორც სამედიცინო დაწესებულებაში განგვიცხადეს, ვენების გადაჭრით მათთან პაციენტი არ შესულა.

ქუთაისში დევნილთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მეორე დღეა ხმაური და დაპირისპირება გრძელდება.

დევნილები, რომლებიც ბინის მიმღებთა სიაში ვერ მოხვედნენ, სამინისტროს კომისიას ადანაშაულებენ ქუთაისში ბინების შერჩევით გაცემაში. ისინი მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ.


ამავე თემაზე:

"ავიფეთქებ თავს" - დევნილების მიმართვა მინისტრს და პროტესტი ბინების განაწილებაზე ქუთაისში (ვიდეო)

Print