ახალი ამბები
კულტურის სამინისტრო სახელმწიფო თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელებს, სავარაუდოდ, 3 სექტემბერს დაასახელებს
FaceBook
კუტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, სახელმწიფო პროფესიული თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელებს, სავრაუდოდ, 3 სექტემბერს დაასახელებს. როგორც სამინისტროში აცხადებენ,  სამხატვრო ხელმძღვანელებს დაკავებულ პოსტებზე ვადა სხვადასხვა დროს ეწურებათ, თუმცა, უწყებამ კონკურსი ყველასთვის ერთ დროს გამოაცხადა. შესაბამისად, ახალი ხელმძღვანელების ვინაობა ერთდროულად გახდება ცნობილი.

"სავრაუდოდ 3 სექტემბერს უკვე გამოცხადდება ყველა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის ვინაობა",- აცხადებენ კულტურის სამინისტროში.

უწყებამ კონკურსის საფუძველზე სამხატვრო ხელმძღვანელი უნდა შეარჩიოს მესხიშვილის სახელობის დრამატულ თეატრშიც, რომლის დასის წევრებიც 30 აგვისტოს კულტურის მინისტრს, მიხეილ გიორგაძეს შეხვდნენ და შერჩევის პროცესში მონაწილეობა მოითხოვეს.

მესხიშვილის თეატრმა შიდა არჩევნების საფუძველზე სამხატვრო ხელმძღვანელის კანდიდატად უკვე შეარჩია ენდი ძიძავა და დასამტკიცებლად სამინსიტროს გაუგზავნა.   

კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ პროფესიული თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელების პოზიციებზე კონკურსი მიმდინარე წლის 24 ივლისს გამოაცხდა. კონკურსში მონაწილეობისთვის დოკუმენტაციის მიღება უკვე დასრულებულია.

ლადო მესხიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის პოსტს ამ დრომდე გიორგი სიხარულიძე იკავებს.

ამავე თემაზე:

„არ გამკვირვებია“ - თორნიკე მარჯანიშვილი მესხიშვილის თეატრის მიერ ენდი ძიძავას კანდიდატურის შერჩევაზე

მესხიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელობის შესაძლო კანდიდატები დასახელდნენ





Print