ახალი ამბები
ხმაური და დაპირისპირება ქუთაისის დევნილთა სამმართველოში
FaceBook
ამ წუთებში ხმაურია ქუთაისის დევნილთა სამმართველოში.

დევნილები ბინის მიმღებთა სიაში ვერ მოხვედრას აპორტესტებენ. ისინი სამინსტროს ადანაშაულებენ, ბინების შერჩევით გადაცემაში.

პროტესტის მიმდინარეობის პარალელურად, ერთ-ერთი დევნილი შეუძლოდ გახდა. ამ წუთებში ადგილზე გამოძახებულია სასწრაფო სამედიცინო დამხარება. 

თავდაპირველად დევნილებს შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ, რის გამოც მათ კარები კადაკეტეს. თუმცა მოაგვიანებით ისინი შენობაში შეუშვეს. დევნილები მათი მოთხოვნის არ დაკმაყოფილების შემთხვევაშუ გზების კადაკეტვით და პროტესტის უკიდურესი ფორმებით იმუქრებიამ.

"პროცესი არის გამჭვირვალე და ვარჩევთ იჯახებს, სადაც სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობაა. ქულებიც გროვდება მათი მდგომარობიდან გამომდინარე. სწორედ ამ პრინციპებით განაწილდა 429 ოჯახზე ამ ეტაპზე ბინა," - აცხადებენ სამინისტროში. 

ადგილზე მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე იმყოფება, რომელიც  მოლაპარაკებებს ინდივიდუალურ რეჟიმში აწარმოებს.

დევნილთა სამინისტროს იმ ოჯახების სიები, რომელთაც ქუთაისში ბინები გადაეცემათ, უკვე გამოაქვეყნა.

სამინისტროში განმარტავენ, რომ 429 დევნილი ოჯახი აღმაშენებლის გაზირსა და პარლამენტის შენობის მიმდებარედ აშენებულ კორპუსებში გადანაწილდებიან.

უწყებაში ვარაუდობენ, რომ დევნილ ოჯახებს ბინების გასაღებები სექტემბრის შუა რიცხვებისთვის გადაეცემათ.

Print