ახალი ამბები
ქუთაისის დემირელის სკოლა ფუნქციონირებას გააგრძელებს
FaceBook
ქუთაისში ნიკო ნიკოლაძის სკოლა-ლიცეუმი ე.წ დემირელის სკოლა ფუნქციონირებას აგრძელებს.

ამის შესახებ სკოლის ადმინისტრაციაში განგვიცხადეს. იგივეს აცხადებენ დემირელის სკოლების პრესსამსახურშიც.

"დაწესებულებამ ავტორიზაცია წარმატებით და მაღალი შეფასებით გაიარა. უახლოეს დღეებში ველოდებით ავტორიზაციის საბჭოს დასკვნას," - განაცხადეს დემირელის სკოლების პრესსამსახურში.

ნიკო ნიკოლაძის სკოლა-ლიცეუმის საქმის მწარმოებელი, ქეთევან მაწკეპლაძე აცხადებს, რომ სასწავლო პროცესი მიმდინარე წლის 15 სექტემბერს დაიწყება. მისივე ინფორმაციით, წელს სასწავლო დაწესებულებაში 300 მოსწავლე ისწავლის.

თბილისის დემირელის სკოლამ ავტორიზაცია ვერ გაიარა, რის გამოც სასწავლო დაწესებულება დახურეს.


Print