ახალი ამბები
ქუთაისის მერიამ წინასაარჩევნო აგიტაციის ჩასატარებელი ადგილი შეცვალა
FaceBook
ქუთაისში ადგილობრივი თვითმამრთველობის არჩვენებისთვის აგიტაციის ჩატარების ადგილი შეიცვალა.

ე.წ ხარაზოვის ბაღში არსებული შენობის ნაცვლად, პოლტიკურ პარტიებს წინასაარჩვენო კამპანიის გაწევა მიხეილ ქორქიასა და ზურაბ საკანდელიძის სახელობის სპორტის სასახლეში შეუძლიათ.

ქუთაისის მერიის განმარტებით, ცვლილების მიზეზი ისაა, რომ ხარაზოვის ბაღში არსებულ შენობაში საარჩევნო უბანი იხსნება, რის გამოც აგიტაციის გაწევა კანონმდებლობით აკრძალულია.

2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ქუთაისში აგიტაციის გაწევა მიხეილ ქორქიასა და ზურაბ საკანდელიძის სახელობის სპორტის სასახლის გარდა, მოსწავლე ახალგაზრდობის პარკშიცაა შესაძლებელი.

გარდა შენობა-ნაგებობებისა, ქუთაისში იმ ადგილების ჩამონათვალი განისაზღვრა, სადაც 2017 წლის თვითმმათველლობის არჩევნებისთვის სააგიტაციო მასალის განთავსება დასაშვებია.

ირ.აბაშიძის გამზირზე, ყოფილი კინო "სულიკოდან" "ავტოქარხნის" გზაგამტარ ხიდამდე კი საარჩევნო-სააგიტაციო მასალების განთავსება აიკრძალა.





Print