ახალი ამბები
მოსახლეობას, რომელიც თავისუფლების ქუჩაზე გზის რეაბილიტაციას ითხოვს, წყალმომარაგების კომპანია პასუხობს
FaceBook
ქუთაისში, თავისუფლების ქუჩაზე მცხოვრებთა მოთხოვნაზე, მოხდეს დაზიანებული გზის შეკეთება, წყალმომარაგების კომპანიაში განმარტებას აკეთებენ.

კომპანიის ტექნიკურ სამსახურში აცხადებენ, რომ ტერიტორიაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება ლოგიკური მიზეზით დაგვიანდა.

"წყლის სისტემის რეაბილიტაციის შემდგომ, იქამდე ვიდრე ქუჩაზე გზა მოეწყობა, აუცილებელია საზედამხედველო კომპანიამ დასკვნა დადოს, სწორედ ამ დასკვნას ელოდება კომპანია, რის შემდეგაც ქუჩაზე გზა რეაბილიტირდება," - ამბობს წყალმომარაგების კომპანიის ქუთაისის ფილიალის ტექნიკური სამსახურის წარმომადგენელი მალხაზ გულიავა.

მისივე ინფორმაციით, თავისუფლების ქუჩაზე გზა წყალმომარაგებს კომპანიის კონტრაქტორმა ფირმა "ესემკამ" უნდა დააგოს, თუმცა გზის დაგებამდე ტერიტორიაზე წყლის სისტემის გამართულობაზე დასკვნა ამავე ფირმის საზედამხედველო წარმომადგენლობა "ემპტისამ" უნდა დადოს.

"მალე დაიდება დასკვნა და ახლო მომავალში ქუჩაზე გზის საფარი რეაბილიტირდება," - განმარტავენ წყალმომარაგების კომპანიში.

თავისუფლების ქუჩაზე მცხოვრებთა პრობლემას, დაზიანებული გზის საფარი წარმოადგენს, სადაც წყლის სისტემის რეაბილიტაციის გამო გაჭრილი გზა ზამთრის შემდეგ შეკეთების გარეშე მიატოვეს.


ამავე თემაზე:

"წყალი გააკეთეს, გზა გააფუჭეს" - ქუთაისში მოსახლეობა დახმარებას ითხოვს
Print