ახალი ამბები
30 აგვისტოს ქუთაისში აბონენტების ნაწილს ელექტროენერგია შეუწყდება
FaceBook
30 აგვისტოს, ქუთაისში, ენერგო-პრო ჯორჯიას ელექტროგამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი პროფილაქტიკური და სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 968 აბონენტს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება.

ელექტროენერგიის მიწოდება შეზღუდული იქნება 13:30-იდან 14:40 საათამდე - ქუთაისში ახალგაზრდობის, წერეთლის, მახვილაძის, ი.ჭავჭავაძის (გამზირის დასაწყისი) ქუჩებზე.

ენერგო-პრო ჯორჯიაში აცხადებენ, რომ სამუშაოების დასრულებისთანავე მომხმარებელთა ენერგომომარაგება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.
Print