ახალი ამბები
ქუთაისის მერიამ სატენდერო ხელშეკრულება საჩუქრის გამო შეცვალა
FaceBook
6109009px;">ქუთაისს ვერცხლისფერ ნაძვს საჩუქრად გადმოსცემენ


კომპანია "ქალაქსერვისი", რომელიც ქუთაისში მწვანე საფარის მოვლა-პატრონობაზე გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულად გამოვლინდა, ქალაქში 10 ვერცხლისფერი ნაძვის ნაცვლად 4 ნაძვს დარგავს.
6 ნაძვის შესყიდვისათვის განკუთვნილი თანხით (1020 ლარი), ქალაქში სატენდერო ხელშეკრულებით გათვალისწინებულზე მეტი რაოდენობის ყვავივილების დარგვა მოხდა. კერძოდ, 80 000 ძირის მაგივრად 82 267 ძირი დაირგო, რაზეც ბიუჯეტიდან 37 020 ლარი დაიხარჯა.
ქუთაისის მერის მოადგილე ნოდარ მიქიაშვილი განმარტავს, რომ ქუთაისს ვერცხლისფერ ნაძვს საჩუქრად გადმოსცემენ, რის გამოც ტენდერით გათვალისწინებული ნაძვების რაოდენობა შემცირდა.
როდის და ვინ ჩუქნის ქუთაისს ვერცხლისფერი ნაძვებს, მერიაში ჯერჯერობით არ აცხადებენ.
ქუთაისის მერიამ ქალაქის მწვანე საფარის მოვლა-პატრონობის ექსპლოატაციის ტენდერი გასული წლის ბოლოს გამოაცხადა. (SPA1400027322) ტენდერის ღირებულება 265 377 ლარს შეადგენდა.

დეა მანაგაძე
Print