ახალი ამბები
თბილისის მერის ყოფილი მოადგილე ქუთაისის მერობისთვის იბრძოლებს
FaceBook
"შენების მოძრაობის" ქუთაისის მერობის კანდიდატი ალუდა გოგლიჩიძე იქნება.

მისი კანდიდატურა მოძრაობის ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა წარადგინა.

ქუთაისში "შენების მოძრაობას" საკრებულოს დეპუტატი, "ეროვნული ფორუმის" წარმომადგენელი კახა დვალიშვილი წარმოადგენს.

როგორც დვალიშვილმა ქუთაისიპოსტთან განაცხადა, ალუდა გოგლიჩიძეს ქუთაისში 2 დღეში ელოდებიან, სადაც მის კანდიდატურას ადგილობრივ მოსახლეობასაც წარუდგენენ.

"ვიცით, რომ ადგილზე იქნება ორი საარჩევნო შტაბი. პროგრამას წარადგენს ჩვენი კანდიდატი და მოსახლეობასთან შეხვედრებსაც გამართავს," - განაცხადა კახა დვალიშვილმა.

ალუდა გოგლიჩიძე განათლების მინისტრის ყოფილი მოადგილე გახლდათ. ის, ასევე, თბილისის მერის მოადგილე და შემდგომში ააიპ "თბილისის ევროპული ახალგაზრდული ცენტრის" დირექტორი იყო.

გასული წლის საპარლამენტო არჩევნებში ალუდა გოგლიჩიძე პარტია "თავისუფალი დემოკრატების" სახელით მონაწილეობდა.




Print