ახალი ამბები
წყალტუბოს მოსახლეობის ნაწილს 30 აგვისტოს წყალმომარაგება შეუწყდება
FaceBook
30 აგვისტოს, წყალტუბოს აბონენტების ნაწილს წყლის მიწოდება შეუწყდება.
"გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" ინფორმაციით, ყაზბეგის ქუჩაზე არსებული წყლის რეზერვუარის სანიტარულ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, წყლის მიწოდება შეუწყდება 10 ქუჩის მცხოვრებლებს. კერძოდ: ლორთქიფანიძის, 26 მაისის, ყაზბეგის, შარტავას, ვაჟა-ფშაველას, კავკასიონის, ზაალიშვილის, ნინოშვილის, წერეთლისა და ავალიანის ქუჩებს.  ასევე,  ცენტრალური ბაზრის მიმდებარე ტერიტორიას. 

აბონენტებს წყლის მიწოდება  31 აგვისტოს აღუდგებათ.
Print