ახალი ამბები
ქუთაისის აეროპორტთან დამაკავშირებელი სარკინიგზო ხაზი 2018 წელს გაიხსნება
FaceBook
ახალი სარკინიგზო ხაზი, რომელიც მგზავრებს ქუთაისის აეროპორტთან მიიყვანს, მომავალ წელს გაიხსნება. 

"ვინაიდან პროექტზე მუშაობა დასრულებულია, სავარაუდოდ 2018 წლის მარტში სარკინიგზო ხაზი უკვე პირველი მატარებლის მიღებას გეგმავს," - განაცხადეს "საქართველოს რკინიგზის" წარმომადგენლებმა წყალტუბოში სარკინიგზო ხაზის პროექტის პრეზენტაციაზე.

მათივე ინფორმაციით, სარკინიგზო ხაზის უპირატესობა, რომელიც თბილისიდან ქუთაისის აეროოპორტს დაუკავშირდება ისაა, რომ ამ ხაზით მგზავრთა დიდი ნაკადი ისარგებლებს.

ს.ს. "საქართველოს რკინიგზის" ცნობით, საქართველოში მატარებლით მოსარგებლე მგზავრთა რაოდენობა ბოლო ორი წლის მანძილზე 21%-ით გაიზარდა.

სს "საქართველოს რკინიგზის" ინფორმაციით, 2016 წელს საქართველოში მატარებლით 264 500, ხოლო 2017 წელს 318 900 ადამიანმა ისარგებლა.

ქუთაისში დავით აღმაშენებლის აეროპორტამდე მისასვლელი რკინიგზის პროექტი, საქართველოს მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმის ერთ-ერთი მიმართულების - სივრცითი მოწყობის შემადგენელი ნაწილია.


ამავე თემაზე:

ქუთაისის აეროპორტამდე მისასვლელი რკინიგზის მშენებლობა იწყება





Print