ახალი ამბები
ავარია რიკოთის უღელტეხილზე - დაშავებულია 2 ადამიანი
FaceBook
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად რიკოთის უღელტეხილზე ორი ადამიანი მსუბუქად დაშავდა.

შემთხვევა სოფელ ეწერის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

არსებული ინფორმაციით, ქუთაისიდან თბილისის მიმართულებით მოძრავ მიკროავტობუსს მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა, რის შედეგადაც მიკროავტობუსი გადაბრუნდა. ყველა მგზავრი გადარჩა, მხოლოდ 2 მგზავრი გადაიყვანეს მსუბუქი დაზიანებებით საავადმყოფოში.
Print