ახალი ამბები
გელათში ტურისტები გაქურდეს - "პარკინგზე მანქანა გაუტეხეს"
FaceBook
გელათის სამონასტრო კომპლექსში ტურისტები გაქურდეს. წაღებულია მათი კუთვნილი ჩანთები და სხვა ნივთები.

შემთხვევა 28 აგვისტოს, დაახლოებით 12 საათისთვის მოხდა. 

აღნიშნული ფაქტის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ნატალი ანდრონიკაშვილმა გაავრცელა. მისი თქმით, ერთ-ერთი ტურისტული ჯგუფის მანქანა პარკინგზე გაქურდეს.

"მეგობრის ტურისტებს, დღისით-მზისით, გელათის პარკინგზე მანქანა გაუტეხეს. ტურისტების კუთვნილი ჩანთები და ნივთები წაუღიათ. ოკაცეზეც გაუძარცვავთ მანქანა ოფიციალურ პარკინგზე," - წერს ნატალი ანდრონიკაშვილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროში განგვიცხადეს, რომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება ქურდობის მუხლით არის დაწყებული (სსკ 177-ე მუხლი)
Print