ახალი ამბები
ზუგდიდის საავადმყოფოს მე-4 სართულიდან გადმოვარდნილი ბავშვი ქუთაისში გადმოიყვანეს - მდგომარეობა მძიმეა
FaceBook
3 წლამდე ასაკის ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

მცირეწლოვანი დღეს დილით ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოს მე-4 სართულიდან გადმოვარდა, ამჟამად ის ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრშია მოთავსებული.

ექიმების განმარტებით, ამ ეტაპზე მცირეწლოვანს შესაბამისი გამოკვლევები უტარდება. გაბრიელ ლუკავას თავის ტვინის დახურული ტრავმა, გულ-მკერდის ტრავმა და ქვედა კიდურის მოტეხილობა აღენიშნება.

დაშავებულის ახლობლების თქმით, ბავშვს დედა სადილს უმზადებდა, როცა სამი წლის ბიჭი ფანჯრის რაფაზე აძვრა და გადავარდა.

შს სამინისტროს ცნობით, ფაქტზე საქმე სს კოდექსის 124-ე მუხლითაა აღძრული, რაც გაუფრთხილებლობით ჯანრთელობის მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

Print