ახალი ამბები
ტყიბულში ალექსანდრე ბასილაიას სახელობის სკვერი გაიხსნა
FaceBook
ალექსანდრე ბასილაიას სახელობის სკვერი ტყიბულში მეშხტეთა პროფესიულ დღეს საზეიმოდ გაიხსნა.

ცერემონიას დიდი მაესტროს მეუღლეს, ლუიზა კობალაძე, ქალაქის გამგებელი და სამხარეო ადმინისტრაციის წარმოადგენლები ესწრებოდნენ.

სკვერში, ალექსანდრე ბასილაიას პატივსაცემად ნუგზარ ერგემლიძის ესკიზის შესაბამისად, ლითონის კონსტრუქციისგან დამზადებული სკულპტურული კომპოზიცია, როიალი დაიდგა.

"ტყიბული და ტყიბულელები ჩემთვის უცხო არაა. მეც და ბუთხუზმაც სკოლის წლები აქ გავატარეთ. ემოციურად სავსე ვარ დღეს, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველას", - განაცხადა ლუიზა კობალაძემ.

საზეიმო ღონისძიებაში მონაწილეობა ანსამბლ "ივერიის" წევრებმა და ნოდიკო ტატიშვილმა მიიღეს.

ასევე,  "სიმებიანმა კვარტეტმა" და პიანისტმა ოთარ ყუფუნიამ ბასილაიას კომპოზიციები შეასრულა.

ალექსანდრე ბასილაიას სახელობის სკვერის მოწყობის ინიციატივა მუნიციპალიტეტის გამგებელს, რობიზონ გვენეტაძეს ეკუთვნის. მისი კეთილმოწყობა კი, ძირითადად, ქველმოქმედებითა და კერძო შემოწირულობებით განხორციელდა.

თეონა ჯანელიძე
Print