ახალი ამბები
სანაკრებო პაუზა - სამი "ტორპედოელი" ნაკრებში იხმეს
FaceBook
ეროვნულმა ლიგამ დროებითი პაუზა აიღო. საქართველოში სანაკრებო მატჩების ჯერი დადგა.

როგორც ეროვნული ასევე ასაკობრივი ნაკრების გუნდებს ამხანაგური და ოფიციალური მატჩების ჩატარება უწევთ.

ნაკრების სხვადასხვა გუნდებში 3 ქუთაისელი გამოიძახეს.

ეროვნულ ნაკრებში "ტორპედოს" მეკარე როინ კვასხვაძე იხმეს, რომელიც გუნდთან ერთად ორ ოფიციალური მატჩს ჩაატარებს. ეროვნულ ნაკრებს ირნალდიასთან და ავსტრიასთან მოუწევთ მატჩების გამართვა.

ახალგაზრდულ ნაკრებში "ტორპედოს" ახალგაზრდა მცველი, ანრი ჭიჭინაძე გამოიძახეს. ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპს გორში პოლონეთის ნაკრებთან მატჩით იწყებს.

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებში კი "ტორპედო 2"-ის ფეხბურთელი, სერგო კუხიანიძე იხმეს. 29 აგვისტოს ნაკრები ტირანაში გაემგზავრება, სადაც ალბანეთის 19-წლამდე ნაკრებთან ორ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს.

შეხვედრები 30 აგვისტოსა და 1-ელ სექტემბერს გაიმართება.


ბაქარ ლიკლიკაძე
Print