ახალი ამბები
ცესკომ საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრები აირჩია
FaceBook
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრების არჩევის პროცესი დაასრულა.

შედეგების მიხედვით, 73 საოლქო საარჩევნო კომისიაში გამოცხადებულ ვაკანტურ თანამდებობებზე სულ 134 განაცხადი შევიდა. აქედან, 38 მათგანში მხოლოდ თითო კანდიდატი, 19 საარჩევნო ოლქში - ორ-ორი, ხოლო 16 საარჩევნო ოლქში - სამი და მეტი კანდიდატი დარეგისტრირდა.

ცესკოს ინფორმაციით, კონკურსის შედეგად არჩეული დროებითი წევრებიდან 39 ქალია და 34 კაცი.

საარჩევნო ადმინისტარცია საოლქო საარჩევნო კომისიის დროებით 1 წევრს შესაბამისი არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადებამდე დროის მონაკვეთით ირჩევს.

კომისიაში სულ 13 წევრია, რომელთაგან შვიდს "საარჩევნო კოდექსის" თანამად, პარტიები ირჩევენ.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, სულ 73 საოლქო საარჩევნო კომისიაში 949 წევრიდან პროფესიული ნიშნით 438 ცესკოს მიერ არჩეულია, ხოლო 511 პარტიების მიერ დანიშნული წევრია.

Print