ახალი ამბები
ქუთაისის მერიამ ბიზნესობიექტების აღწერა დაასრულა
FaceBook
ქუთაისში ბიზნესაწარმოების აღწერა დასრულებულია. ქუთაისის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის მიერ დაწყებული ბიზნესობიექტების აღწერის შედეგები ორ კვირაში იქნება ცნობილი.
ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა აღნიშნული აღწერა ქალაქში ბიზნესსაწარმოებში არსებული ვითარების შესასწავლად დაიწყო.
"ამ აღწერებით გვეცოდინება ქალაქში რა სახის და მიმართულებით არის ბიზნესი განვითარებული. თუკი ამ კვლევით გამოვლინდება ბიზნესის კლების ტენდენცია, თუნდაც იმის გამო რომ მოქალაქეთა მყიდველუნარიანობა დაბალია, ჩვენი მიზანი და მთავარი ამოცანა იქნება ქალაქში ინვესტიციების მოზიდვა და სამუშაო ადგილების შექმნა", - განმარტავენ მერიაში.
ქალაქში ბიზნესობიექტების შესწავლაზე მერიაში დაახლოებით 80-მდე ადამიანი მუშაობს. ანკეტირების პროცესი, რომელიც ორი თვის წინ დაიწყო, გასულ კვირას დასრულდა. შესაბამისი სამსახურის ინიციატივით ბიზნესობიექტების პრობლემების კითხვარებით აღერას ქალაქში არსებული ობიექტების ზოგიერთი წარმომადგენელი იწუნებს.

თეკლე მორგოშია

Print