ახალი ამბები
საქართველოში 28 000 აბიტურიენტი სტუდენტი გახდა
FaceBook
ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით 28 000-ზე მეტმა აბიტურიენტმა ჩააბარა, რაც იმას ნიშნავს, რომ 2017 წელს საქართველოს ამდენივე პირველკურსელი ეყოლება.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, საატესტატო გამოცდაში სულ 39 000 აბიტურიენტი იღებდა მონაწილეობას. 

უწყებისვე ინფორმაცით, თავდაპირველად რეგისტრირებული იყო 41 000-ზე მეტი აბიტურიენტი, თუმცა 2 000-ზე მეტმა სტუდენტმა სკოლის გამოსაშვებ გამოცდაზე ზღვარი ვერ გადალახა. 

28 000 სტუდენტიდან  100%-იანი დაფინანსება 1009 აბიტურიენტმა მიიღო,  1457 სტუდენტის სწავლა 70%-ით დაფინანსდება,  4081 სტუდენტმა 50%-იანი დაფინანსება მოიპოვა, ხოლო ე.წ. უფასოზე 4051 სტუდენტი ჩაირიცხა.


Print