ახალი ამბები
იმერული ფრე - "სამტრედია" და "ტორპედო" ერთმანეთს დაუზავდნენ
FaceBook
ეროვნული ლიგის 24-ე ტურის მატჩში ერთმანეთს ორი იმერული კლუბი, მიმდინარე ჩემპიონატის მეორე და მესამე ადგილოსნები, შეხვდა ერთმანეთს.

იმერულ დერბში ქუთაისელები პირველი დაწინაურდნენ. ანგარიში მე-18 წუთზე გაიხსნა, რაც პირველი ტაიმის ბოლომდე შენარჩუნდა. "სამტრედიამ" გათანაბრება 81-ე წუთზე თერთმეტ მეტრიანის გამოყენებით მოახერხა.

საბოლოდ ანგარიში 1:1 დაფიქსირდა. იმერული კლუბები მეორე-მესამე ადგილებს მყარად ინარჩუნებენ. ამ შედეგით "ტორპედოს" 48 ქულა, ხოლო "სამტრედიას" 45 ქულა დაუგროვდა.

კლუბების შეხვედრა 26 აგვისტოს შედგა.


ბაქარ ლიკლიკაძე 

Print