ახალი ამბები
ქუთაისში ინტერვენციული საავადმყოფოს დაკვამლიანების გამო სახანძრო გამოიძახეს
FaceBook
ქუთაისში, ინტერვენციული საავადმყოფოს შენობა დაკვამლიანდა.

რის გამოც ხანძარსაშიშროების თავიდან ასაცილებლად, საავადმყოფოს თანამშრომლებმა სახანძრო-სამაშველო სამსახურის ბრიგადა გამოიძახეს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს პრესცენტრის ცნობით, საავადმყოფოში მწყობრიდან გამოვიდა კონდიცირების სისტემა, რის გამოც ელექტროობა დაზიანდა და შენობა დაკვამლიანდა.

"ხანძარი არ ყოფილა, ამიტომ ჩვენი მაშველების სამუშაო არ იყო," - განაცხადეს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში.

საავადმყოფოს ადმინისტრაციაში "ქუთაისიპოსტის" ადგილზე მისვლის დროს, პასუხისმგებელი პირები არ იმყოფებოდნენ, თუმცა როგორც მისაღებში მყოფი თანამშრომლების თქმით, პრობლემა აღმოფხვრილია და საავადმყოფოს შენობას არანაირი საფრთხე არ ემუქრება.
Print