ახალი ამბები
კორპუსებამდე მისასვლელი გზების რეაბილიტაციისთვის მერია 800 ათას ლარს ხარჯავს
FaceBook
ქუთაისში ბინებამდე მისასვლელი გზების რეაბილიტაციისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 800 ათასი ლარი უნდა დაიხარჯოს.

კორპუსებამდე მისასვლელის გზის ფილებით მოწყობა ნიკეას და შარტავას ქუჩაზე ქუჩაზე მიმდინარეობს.

ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ მიმდინარე წელს სულ 48 მისასვლელი გზის კეთილმოწყობა იგეგმება. აქედან, ამ დრომდე  გზა 25 ქუჩაზეა კეთილმოწყობილი.

რეაბილიტაციის სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს ,,მიმდემი" ახორციელებს. 

სამუშაოები სრულად მიმდინარე წლის ოქტომბრის ბოლომდე დასრულდება.


Print