ახალი ამბები
საქართველოს პარლამენტის მიმდებარედ საარჩევნო პლაკატების გაკვრა აიკრძალა
FaceBook
ქუთაისში, ირ.აბაშიძის გამზირზე, ყოფილი კინო "სულიკოდან" "ავტოქარხნის" გზაგამტარ ხიდამდე, საარჩევნო-სააგიტაციო მასალების განთავსება აიკრძალა.

ამის შესახებ შესაბამისი დადგენილება ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარემ მიმდინარე წლის 22 აგვისტოს, არჩევნების თარიღის ოფიციალურად გამოცხადების დღეს გამოსცა.

საქართველოს პარლამენტის მიმდიბარე ტერიტორიის გარდა, პლაკატების განთავსება საკულტო ნაგებობებზე, კულტურული მემკვიდრეობის შენობა-ნაგებობებზე, სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, სასამართლოების, პროკურატურის, სამხედრო შენაერთებისა და პოლიციის შენობების ინტერიერსა და ექსტერიერში, საგზაო ნიშნებზეც აკრძალულია.

ასევე, დაუშვებელია სააგიოტაციო მასალის გაკვრა ქუთაისში არსებულ ბაგა-ბაღებისა და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებების შენობებზე, სპორტის სასახლის შენობაზე, მუზეუმების, თეატრების და რეაბილიტირებული შენობების ფასადებსა და ქალაქის პირველ ზონაში მდებარე შენობა-ნაგებობების ნებისმიერ ფასადზე.

ამავე დოკუმენტის მიხედვით,  განისაზღვრა ადგილები, სადაც საარჩევნო სუბიექტებს მასალის განთავსების უფლება აქვთ.

საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2017 წლის 21 ოქტომბერს გაიმართება.



Print