ახალი ამბები
ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე საათი შეცვლილი დიზაინით დააბრუნეს
FaceBook
ქუთაისში, დავით აღმაშენებლის ცენტრალური მოედნიდან აღებული საათი ძველ ტერიტორიას დაუბრუნეს, თუმცა შეცვლილი ადგილმდებარეობით და დიზაინით.

საათი, რომლის დემონტაჟი McDonald's -ის კვების ობიექტის მშენებლობის გამო მიმდინარე წლის დასაწყისში მოხდა, სწორედ McDonald's -ის არქიტექტურას ერწყმის. ასევე, აღარ აქვს ხმოვანი, მულიკალური ფუნქცია და წარწერები.


საათი დემონტაჟამდე


საათი განახლების შემდეგ





საათის რეაბილიტაცია McDonald's -ის რესტორების ქსელის მესაკუთრე კომპანიამ "თ და კ რესტორნებმა" განახორციელა. კომპანიაში ამბობდნენ, რომ საათს ივლისის ბოლოს დადგამდნენ. თუმცა, მოგვიანებით განაცხადეს, რომ საათს ტექნიკური რეაბილიტაცია უტარდებოდა. კერძოდ, შეიცვალა მექანიზმი და ვიზუალურად გაახლდა.

კომპანიაში არ დაასახელეს სად მოხდა ვიზუალური და ტექნიკური განახლება.

ქუთაისის ცენტრში საათი პირველად 1963 წელს გამოჩნდა, რომლის ავტორი, არქიტექტორი ბორის ჯაფარიძე იყო. მან ქუჩის საათის დაპროექტებისთვის ჯილდოც მიიღო.

2016 წლის ზაფხულზე საათს ხმოვანი ფუნქცია დაუმატეს. რის შემდეგაც, ყოველ ერთ საათში, მოედანზე სხვადასხვა მელოდია ჟღერდა.
Print