ახალი ამბები
27 აგვისტოს ტყიბულში მეშახტის დღეს აღნიშნავენ
FaceBook
მეშახტეთა პროფესიულ დღეს ტყიბულში სხვადასხვა ღონისძიებით აღნიშნავენ.

მიმდინარე წლის 27 აგვისტოს დილიდან ქალაქში აქტივობები გაიმართება. 15:00 საათზე ტყიბულის მუნიციპალიტეტის თეატრში ამ დღისადმი მიძღვნილი საზეიმო კონცერტი ჩატარდება, რომელშიც მონაწილეობას ადგილობრივი შემსრულებლები მიიღებენ.

18:00 საათზე მეშახტეთა შრომის დიდების მემორიალის მშენებლობის კურთხევა მოხდება. 18:30 საათზე კი ახლადრეაბილიტირებული №1 საბავშვო ბაგა-ბაღი გაიხსნება.

19:00 საათზე, ასევე საზეიმოდ გაიხსნება ალექსანდრე (ბუთხუზი) ბასილაის სახელობის სკვერი, რომლის პრეზენტაციასაც დაესწრება დიდი მაესტროს მეუღლე ლუიზა კობალაძე. აღნიშნულ სკვერშივე იგეგმება ტყიბულის მუნიციპალიტეტის და შემოქმედებითი კავშირი "გარა"-ს მიერ შემოქმედებითი საღამო - "იქ სადაც ზღაპარი იწყება".

მასში მონაწილეობას ანსამბლი "ივერია", ნოდიკო ტატიშვილი და ესტრადის სხვა ცნობილი ვარსკვლავები მიიღებენ.

მეშახტეთა პროფესიული დღე ტყიბულში 1948 წლიდან აღინიშნება.

თეონა ჯანელიძე

Print