ახალი ამბები
ქუთაისში "კარფურის" მშენებლობისთვის მოლაპარაკებები მიმდინარეობს - შერჩეულია ტერიტორია
FaceBook
ქუთაისში "კარფურის" მშნებლობისთვის კომპანიასთან მოლაპარაკებებს შპს "ავია აია" აწარმოებს.

სუპერმარკეტისთვის ადგილი ირაკლი აბაშიძის გამზირზე, ყოფილი საავიაციო ქარახნის ტერიტორიაზეა შერჩეული.

კომპანია "ავია აიას" ხელმძღვანელი, ზაალ იაკობიძე ქუთაისიპოსტთან საუბარში ამბობს, რომ მოლაპარაკებები ჯერ არ დასრულებულა.

"ხელშეკრულებაზე ჯერ ხელი არაა მოწერილი, თუმცა იმედია, რომ მოლაპარაკება შედგება და ქუთაისში "კარფური" აშენდება," - აცხადებს ზაალ იაკობიძე ჩვენთან საუბარში.

მისივე ინფორმაციით, მხარეებს შორის მოლაპარაკება ორ თვეში დასრულდება.

Print