ახალი ამბები
ქუთაისის ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია 6 სექტემბერს დაიწყება
FaceBook
ააიპ ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანების ადმინისტრაცია ახალი სასწავლო წლისთვის აღსაზრდელთა რეგისტრაციას აცხადებს.

ორგანიზაციის ცნობით, სასურველ ბაღში ჩარიცხვა 6 სექტემბრიდან 20 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

აღსაზრდელთა ჩარიცხვისათვის სავალდებულოა შემდეგი დოკუმენტაცია:

1.ბავშვის დაბადების მოწმობის დედანი;
2.ცნობა ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ;
3.ბავშვის ორი ფოტოსურათი(3/4);
4.სოციალურად დაუცველის ან დევნილის დამადასტურებელი დოკუმენტი (თუ განეკუთვნება აღნიშნულ კატეგორიას);
5.შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის შემთხვევაში,- ფორმა #100 და სამედიცინო დაწესებულებიდან გაცემული შეფასების რეკომენდაცია საბავშვო ბაგა-ბაღში მიღების თაობაზე.

ბაგა-ბაღების გაერთიანების ადმინისტრაციის ცნობით, ბაგა-ბაღში აღსაზრდელთა ჩარიცხვის დროს, პრიორიტეტი ენიჭებათ:

1.ოჯახებს, რომლებიც ცხოვრობენ ბაგა-ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე;
2.ერთი ოჯახის დედმამიშვილებს;
3.დევნილთა და სოციალურად დაუცველ ოჯახებს (განსაზღვრული რაოდენობა).


Print