ახალი ამბები
ბორჯომის ხეობაში ხანძრის გამო "ქართულმა ოცნებამ" კანდიდატების წარდგენა ქუთაისში გადადო
FaceBook
იმერეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების მერობისა და გამგებლობის კადინდატების წარდგენის ღონისძიება "ქართულმა ოცნებამ" გადადო.

პარტიის კანდიდატების წარდგენის ცერემონია მიმდინარე წლის 25 აგვისტოს ქუთაისში, ასსაფეხურიან კიბეებთან უნდა შემდგარიყო. თუმცა, როგორც "ქართული ოცნების" პრესსამსახურში განგვიცხადეს, ბორჯობის ხეობაში ხანძრის გამო წარდგენა გადაიდო და ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, წინასაარჩევნო კამპანიას ჯერ არ დაიწყებენ. 

"მთავარია დარეგულირდეს სიტუაცია," - განაცხადეს "ქაართულ ოცნებაში".

პარტიაში ამ დროისთვის ვერ აზუსტებენ, თუ როდის შედგება კანდიდატების წარგენის ღონისძიება.

გავრცელებული ინფორმაციით, ცერემონია კონცერტით დასრულდება, იმერეთის თორმეტივე მუნიციპალიტეტის საარჩევნო კანდიდატებს კი თავად პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი წარადგენს.

Print