ახალი ამბები
ქუთაისის მერია ხელნაწერი „ვეფხისტყაოსნის“ ბეჭდვაზე ტენდერს აცხადებს
FaceBook
ქუთაისის მერია  ქალაქის საჯარო სკოლების მოსწავლეებისა და მასწავლებლების მიერ შესრულებული ხელნაწერი ,,ვეფხისტყაოსნის" ბეჭდვაზე ტენდერს აცხადებს.

1500 ლარის ღირებულების სახელმწიფო შესყიდვაზე წინადადების მიღება 22 აგვისტოს დაიწყო და 30-ის ჩათვლით გაგრძელდება.

როგორც სატენდერო დოკუმენტაციაშია მითითებული, წიგნის ბეჭდვისთვის საჭირო მასალების მიწოდება მოხდება "შემსყიდველი"-ს მიერ ხელნაწერის სახით.
გამოცემულ წიგნს უნდა ჰქონდეს ქუთაისის მუნიციპალიტეტის ლოგო და წარწერა.

"მიმწოდებელმა" უნდა უზრუნველყოს ხელნაწერის სკანირებული მასალის აწყობა, დაკაბადონება, გარეკანის და შიდა გვერდების ბეჭდვა, კეცვა და ძაფზე აკინძვა.

"გამოცემა დაფინანსებულია ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის კულტურის, სპორტის, განათლების, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის მიერ". გაყიდვა აკრძალულია", - აღნიშნულია დოკუმენტაციაში.

Print