ახალი ამბები
პარლამენტმა საგანგებო სიტუაციებში სამხედრო ძალების გამოყენების შესახებ პრეზიდენტის ბრძანება დაამტკიცა
FaceBook
პარლამენტმა 116 ხმით დაამტკიცა პრეზიდენტის ბრძანება საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მიზნით საქართველოს სამხედრო ძალების გამოყენების შესახებ.

პრეზიდენტის ბრძანება პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ წარადგინა.
მისი დამტკიცების წინააღმდეგი არც ერთი დეპუტატი წასულა.

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მიზნით, საქართველოს სამხედრო ძალების გამოყენების შესახებ ბრძანება 22 აქგვისტოს გამოსცა. ქვეყნის რეგიონებში გაჩენილი ხანძრის ლიკვიდაციის მიზნით, “სამხედრო ძალების გამოყენების წარდგინებით” საქართველოს პრეზიდენტს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მიმართა.

“ქალაქ თბილისში 2015 წლის 13-14 ივნისს სტიქიური უბედურებით გამოწვეულ საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მიზნით, “სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-13 პუნქტის თანახმად, გამოყენებულ იქნეს სახმელეთო ჯარები”, – ნათქვამია პრეზიდენტის ბრძანებაში.
Print