ახალი ამბები
ბორჯომის ხეობაში ხანძრის ჩაქრობის სამუშაოებს "ჯორჯიან მანგანეზის“ მეხანძრე მაშველებიც შეურთდნენ
FaceBook
ბორჯომის ხეობაში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს შპს"ჯორჯიან მანგანეზი"-ს კუთვნილი სახანძრო ავტომანქანები და მეხანძრე მაშველები შეუერთდნენ.

"ქარხნის ხელმძღვანელობა დაუკავშირდა, გამგეობის მიერ შექმნილ სპეციალურ შტაბს და დახმარება შევთავაზეთ. ადგილზე ჩვენი კომპანიის ოთხი მეხანძრე მაშველი და ორი მძღოლი იმყოფება. ჩვენ ეკიპაჟს სპეციალური სამორიგეო ადგილი გამოუყვეს. ყველა ღონეს ვიხმართ რომ ცეცხლი არ გაღვივდეს და მოსახლეობას საფრთხე არ შეექმნას" განაცხადა ქუთაისიპოსტთან საუბრის დროს "ჯორჯიან მანგანეზი"-ს დირექტორმა ვასილ გველესიანმა.

Print