ახალი ამბები
თერჯოლაში 300 ოჯახი წყალს სახანძროს შენობიდან ეზიდება
FaceBook
თერჯოლის მუნიციპალიტეტში, ე.წ. ლილუაშვილების უბანში, წყალმომარაგების პრობლემა ბოლო 40 წლის მანძილზე არ გვარდება.
"სასმელ წყალს სახანძროს შენობიდან ვეზიდები დღემდე, ჩვენს უბანში წყლის სისტემის მოწესრიგება, ისევ აუსრულებელ ოცნებად რჩება,"- ამბობს ლილუაშვილების უბანში მცხოვრები ლალი ლილუაშვილი.
ლილუაშვილების უბანში არსებულ წყალმომარაგების პრობლემაზე, როგორც თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ამბობენ, ცნობილია.
თერჯოლის გამგებლის პირველი მოადგილეს თქმით, მიმდინარე წელს, წყალმომარაგების სისტემების რეაბილიტაციის პროცესი დაწყებულია.
"4 დღის წინ დაიწყო სამუშაოები, ყველა ოჯახში შეიცვლება წყლის სისტემა და მთელს მუნიციპალიტეტში გადაწყვეტილი იქნება წყალმომარაგების საკითხი,"- განმარტა თერჯოლის გამგებლის პირველმა მოადგილემ  თემურ ქოჩიაშვილმა.
თერჯოლაში წყალმომარაგების სისტემების მოსაწესრიგებლად, რეგიონული განვითარების ფონდის პროექტის ფარგლებში, 1 მილიონ 700 000 ლარი დაიხარჯება. წყალმომარაგების სარეაბილიტაციო სამუშაოებს აზერბაიჯანული ფირმა აწარმოებს.
წყალმომარაგების რეაბილიტაციის პროექტი თერჯოლის მუნიციპალიტეტში მსოფლიო ბანკის მიერ ფინანსდება.
ანა ჯანაშია, ეკა კუხალაშვილი
Print