ახალი ამბები
ხონის მუნიციპალიტეტი საკრებულოს თავმჯდომარის სამივლინებო ხარჯებს ასაჯაროებს
FaceBook
ხონის მუნიციპალიტეტი საკრებულოს თავმჯდომარის, ვალერი ბახტაძის 2017 წლის სამივლინებო ხარჯებს ასაჯაროებს.

დოკუმენტი იმ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ გამოქვეყნდა, რომლის თანახმადაც ხონის გამგებლის სამივე მოადგილის მიერ თანამდებობის დატოვება ვალერი ბახტაძის სამივლინებო ხარჯებს უკავშირდება.

გასაჯაროებული მონაცემების მიხედვით, ხონის საკრებულოს თავმჯდომარემ 2017 წელს მივლინებით ოთხჯერ ისარგებლა, რაზეც ჯამში 167 ლარი დახარჯა.

ვალერი ბახტაძე მივლინებით ბაღდათში, თერჯოლაში და ორჯერ თბილისში იმყოფებოდა. 

ხონის გამგებლის სამივე მოადგილე დაკავებულ თანამდებობებს ოფიციალურად რამდენიმე დღეში დატოვებენ. ამის შესახებ ქუთაისიპოსტს გამგებლის ერთ-ერთმა მოადგილემ, ვასილ ჩხენკელმა განუცხადა. მან აღნიშნა, რომ გადადგომის მიზეზი გამგებელთან სხვადასხვა საკითხებზე უთანხმოებაა, თუმცა დეტალების დაკონკრეტებისგან თავი შეიკავა.


Print